ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მეტიც, მან და ანი წითლიძემ ნატო-ს გენერალურ ასამბლეას ვიდეომასალა გადაეგზავნეს, რომელშიც ასახულია, რომ 31-ი ოქტომბრის პარლამენტის სხდომაზე ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ მათ მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამავდროულად, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ირაკლი ბერაიას ბოდიში იყო გულწრფელი და ოპოზიცია ამით უნდა დაკმაყოფილდეს. კიდევ ამბობენ ამასთან დაკავშირებით ქართველი პოლიტიკოსები, ამას მაგდა ბლუაშვილი პარლამენტიდან გაგვაცნობს.