ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ავანსის სახით მიიღებს. საპარლამენტო უმრავლესობა კი აცხადებს, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას გამიზნულად აზიანებს. კიდევ რას ამბობენ აღნიშნულ საკითხზე, ამაზე უფრო ვრცლად ეკა უშხვანი ისაუბრებს.