აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ი არ აპირებს რაიმე პირობების დაწესებას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისრაელს უწევს. კამალა ჰარისის თქმით, აშშ-ი ისრაელის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. ამავდროულად, წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი დაამტკიცა, რომლითაც ისრაელისთვის 14 მილიარდზე მეტი დოლარი გამოიყოფა. თუმცა „დემოკრატები“ აცხადებენ, რომ სენატი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. ამასთან, ისრაელის მხარდაჭერას გერმანიაც აგრძელებს. ქვეყანა, ორგანიზაცია „პალესტინელი პატიმრების სოლიდარობის ქსელის“ საქმიანობას კრძალავს. დამატებითი აკრძალვები „ჰამასის“ მხარდაჭერის აღმოსაფხვრელადაც დაწესდა. ახალი რეგულაციის თანახმად, თუ პირი რომელიმე ორგანიზაციისთვის ნებისმიერი ფორმით საქმიანობას აგრძელებს, აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.