ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკები ისრაელში იმყოფება. ის აღნიშნულ ქვეყანაში ომის დაწყებიდან უკვე მესამედ ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, ღაზაში „ჰამასის“ მიერ ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი და კონფლიქტის დასრულების გზები განიხილება. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ კონფლიქტი არ უნდა გავრცელდეს და შეერთებული შტატები ამის თავიდან ასაცილებლად, როგორც ისრაელის მთავრობას, ისე რეგიონის პარტნიორებს აქტიურად ესაუბრება. ბლინკენმა ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საჭიროებაზეც ისაუბრა.