თბილისმა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის წლიურ შეხვედრას უმასპინძლა. მიმდინარე წლის მარტში, ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის შეხვედრაზე, აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს, ერთი წლის ვადით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოეცა. თბილისში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნული ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება განიხილეს. წლიური შეხვედრის ფარგლებში, ღვინის ტური ქართლის რეგიონში გაიმართა. შეხვედრის მონაწილეები ღვინის სხვადასხვა კომპანიებს ესტუმრნენ.