მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაამთავრა. ვაზიანის სასროლეთზე საველე წვრთნა თავდაცვითი ოპერაციის წარმოებაზე იყო ორიენტირებული და სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლება სამი ფაზისგან შედგებოდა. პირველი ეტაპი ბატალიონის და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ურთიერთ შერწყმას დაეთმო, მეორე ეტაპი კი შემფასებელ-მაკონტროლებელი ჯგუფების მიერ ბატალიონის შეფასებას მოიცავდა. რაც შეეხება მესამე ეტაპის - ის საბრძოლო სროლებით დასრულდა.