„ნაციონალური მოძრაობა“ პოლონეთის საგრეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც პოლონელმა დიპლომატმა მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერშილმა პოლონეთს მადლობა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხს საერთაშორისო არენაზე მუდმივად აყენებს.
ჭიაბერაშვილის თქმით, ზბიგნევ რაუმ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წინაპირობად არ დგას და ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა, ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან წინააღმდეგიბაში მოდის.