თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

2023-11-03 12:35:45+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. ამ ეტაპზე უცნობია, ჩაერთვება თუ არა დისტანციურად მსჯავრდადებული პრეზიდენტი. სახელმწიფო ბრალდება, სააკაშვილს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია "იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.