სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დაარსებიდან სამი წელი გავიდა. გრიგოლ ლილუაშვილმა ცენტრის თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან. ლილუაშვილმა სტუდენტებთან საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა და მათ სამსახურის სპეციფიკა გააცნო.