ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის, ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს. რა საქმე აქვს ,,ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში იკითხა ნიკა მელიამ და მის კოლეგებს ოპოზიციიდან ბოიკოტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მელია პირდაპირ ამბობს, რომ მისი თანაგუნდელები საკანონმდებლო ორგანოში პრაქტიკულად არაფერს აკეთებენ. ვინ იზიარებს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ყოფილი თავმჯდომარის პოზიციას და აპირებს თუ არა ვინმე მორიგ ჯერზე პარლამენტის დატოვებას, თემის დეტალებს ცარო კირვალიძის სიუჟეტიდან გაიგებთ.