პარლამენტის პლენარული სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. მიზეზი კვლავ ის შეურაცხმყოფელი განცხადებაა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ, სესიაზე, ორი დღის წინ გააკეთა. მანდატურის სამსახურმა სხდომათა დარბაზიდან პარტია მოქალქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი დღესაც გააძევა. სიტვყის თქმის უფლება პარლამენტის თავმჯდომარემ არც პოლიტიკოს ხატია დეკანოიძეს მისცა. მმართველი პარტიისთვის კოლეგა ირაკლი ბერიას ბოდიში საკმარისი აღმოჩნა, ოპოზიცია კი პრევენციისთვის, პოლიტიკური კულტურის შესაქმნელად ქართულ ოცნებას მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.