170 მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკომისიას სპეციალური განცხადებით მიმართავს. მესამე სექტორი ევროკომისიას სთხოვს, რომ საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, ქვეყანას მიეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, ეს განცხადება არაგულწრფელია. მერაბ პაპაშვილი უფრო მეტს გვეტყვის.