გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.
"გერმანია მხარს უჭერს გრძელვადიან მშვიდობას. რეგიონში ნდობისა და შერიგების გამყარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მიზანი არის ყოვლისმომცველი მშვიდობიანი გადაწყვეტა, რათა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ თავიანთი სახელმწიფოების საზღვრებში", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
ანალენა ბერბოკი თავდაპირველად, 3 ნოემბერს ერევანში ჩავა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ის ასევე ეწვევა ევროპის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას და მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების მიმღებ ცენტრს. მეორე დღეს ბერბოკი ბაქოში ჩავა, სადაც აზერბაიჯანელ კოლეგას, აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და გაერო-ს კოორდინატორს შეხვდება.