ივანიშვილის ხელისუფლების პერიოდში დაპირებული 23 საავტომობილო ინფრასტრუქტურული პროექტიდან 21 განუხორციელებელია და დახარჯულია 20 მილიარდი ლარი, რომლის დიდი ნაწილი გაფლანგულია და მითვისებულია კორუფციული გზით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საავტომობილო ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხები კორუფციულ მიზნების შეეწირა.