ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთის სარდლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მან თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და უწყების ხელმძღვანელ სხვა პირებთან ერთად, ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე ახლად გარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა. მინისტრი ადგილზე ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ბაზის ტერიტორიაზე გარემონტდა ორი ერთეული ყაზარმა, აშენდა მულტიფუნქციური სტადიონი და მოეწყო ბეტონის შიდა გზები. ასევე, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სასადილო შენობის რემონტი. მსგავსი პროექტებისთვის, მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.