დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს ცეცხლი გაუხსნეს. გიორგი ტატულაშვილს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის თბილისიდან დმანისში მიდიოდა. ტატულაშვილი მომხდარს მის პოლიტიკურ წარსულს უკავშირებს და “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული იმ პირების ვინაობას ასახელებს, ვისაც სავარაუდო დამნაშავეებად მიიჩნევს. დმანისის ყოფილი მერი ამტკიცებს, რომ ფაქტი ვიდეოკამერებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს.