გიორგი ვაშაძე: საზოგადოების განწყობის გამო, ამერიკა საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორად განიხილავს - Palitra News

გიორგი ვაშაძე: საზოგადოების განწყობის გამო, ამერიკა საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორად განიხილავს

2023-11-01 20:15:10+04:00

გამარჯვების პლატფორმის ლიდერებმა ნაციონალური მოძრაობიდან და სტრატეგია აღმაშენებლიდან ბრიფინგი გამართეს, რომელზეც აშშ-ში ვიზიტი შეაჯამეს. ორი პარტიის წარმომადგენლები, სახელმწიფო დეპარტამენტის წევრებს შეხვდნენ. შემაჯამებელ ბრიფინგზე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ "აშშ საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორად განიხილავს, საზოგადოების განწყობის გამო". მისივე თქმით, შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო, რაზეც მიიღეს გარანტია, რომ არჩევნებისთვის საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ჩამოვა.