მმართველი გუნდის მამაკაცი დეპუტატების მხრიდან ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა, დღეს არაერთხელ მოხდა. ამ მოვლენებს სოციალურ ქსელში სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ლევან იოსელიანი წერს რომ ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში. ომბუდსმენი წერს რომ როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან მსგავსი საუბარი მისთვის მიუღებელია.