რეგიონული უსაფრთხოების თემაზე პარლამენტში დაზვერვის სამსახურის უფროსს შალვა ლომიძეს მოუსმინეს. სხდომა მედიისთვის დახურულ ფორმატში წარიმართა, თუმცა კომიტეტის წევრები და ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ლომიძემ ყურადღება ბევრ დეტალზე გაამახვილა, თუმცა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე საუბარი არ ისურვეს. თეონა აქუბარდიას განცხადებით სხვა საკითხების გარდა კომიტეტზე რეგიონსა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზეც გამახვილდა ყურადღება.