არჩილ თალაკვაძის თქმით კრიტიკოსების განცხადებებს ერთადერთი ახსნა აქვს - თითოეულ მათგანს სურს ხელისუფლების და საზოგადოების მიღწევა საკუთარ თავზე მიიწეროს. ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას გააკეთა. თალაკვაძე ამბობს, რომ ბრალდებების და მსგავსი განცხადებების მიზანი საზოგადოების მოტყუებაა.