ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების საგეენტოს ორგანიზებით, გუდაურსა და ბაკურიანს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისა წარმომადგენლები ესტუმრნენ. დელეგატებმა 2023-2024 წლის მსოფლიო თასების გასამართ ღონისძიებებთან დაკავშირებით. გეგმიური ინსპექტირება განხორციელეს. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილებით გუდაური და ბაკურიანი, საერთაშორისო დონის, მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში მოგულსისა და სქი ქროსის, ხოლო გუდაურში სნოუბორდ ქროსის დისციპლინებში ჩატარდება.