რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს უსმენს.
პარლამენტში მიწვეული შალვა ლომიძის მოსმენა მედიისთვის დაწყებისთანავე დაიხურა.
„ამ მნიშვნელოვან საკითხზე მოსმენას პერიოდულად ვმართავთ, რათა შესაბამისი ინფორმაცია გვქონდეს, გვქონდეს საფრთხეების, გამოწვევისა და მათი შემადგენელი ელემენტების სწორი და ზუსტი გაგება, ვგრძნობდეთ რეგიონის მაჯისცემას და თუ საჭირო გახდება, შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.