უკრაინა, გაზის ტრანზიტზე „გაზპრომთან“ ხელშეკრულებას აღარ განაახლებს. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება. უკრაინული კომპანია „ნაფტოგაზის“მმართველი, ალექსეი ჩერნიშოვი ამბობს, რომ უკრაინის ომის პირობებში ამჟამად ტრანზიტი მხოლოდ რუსულ გაზზე დამოკიდებული ევროპული ქვეყნების მხარდასაჭერად გრძელდება. ,,განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებს, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ, ვერ მოვაკლებთ შესაძლებლობას, მიიღონ ლურჯი საწვავი და ზამთრისთვის მოემზადონ. ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და დღეს მათ ეს მოცულობები სჭირდებათ,“ - აცხადებს ჩერნიშოვი. ცნობისთვის, „გაზპრომმა“ და „ნაფტოგაზმა“ მოქმედ ხუთწლიან კონტრაქტს 2019 წლის ბოლოს მოაწერეს ხელი. შეთანხმების პირობების მიხედვით, რუსეთმა ამ პერიოდში ევროპას უკრაინის გავლით 225 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა მიაწოდოს, ხოლო უკრაინა გადასახადს ტრანზიტიდან იღებს. რუსეთი უკრაინის გავლით გაზის სატრანზიტო გადასახადს დღემდე იხდის, რასაც მას ევროპული კონტრაქტები ავალდებულებს.