მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში აღნიშნულ ქვეყნებთან ვაჭრობამ 5,470 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან თითქმის 3 მლრდ დოლარი საქართველოდან ექსპორტზე მოდის. ხოლო დანარჩენი იმპორტის წილია. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი პროდუქტი წელს რუსეთიდან შემოვიდა, რომელზეც იმპორტის 52% მოდის, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 18%-ით და სომხეთი 11%-ით. რაც შეეხება იმ პროდუქტებს, რომლებიც წელს ყველაზე დიდი მოცულობით გავყიდეთ დსთ-ს ქვეყნებში, ესენია - მსუბუქი ავტომობილები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლები. ხოლო რაც შეეხება იმ პროდუქტებს, რომლებიც ამ ქვეყნებიდან ვიყიდეთ, პირველ ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები.