სააკაშვილის დისტანციურად ჩართვის შეწყვეტის გადაწყვეტილებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში სააკაშვილის მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა - Palitra News

სააკაშვილის დისტანციურად ჩართვის შეწყვეტის გადაწყვეტილებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში სააკაშვილის მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა

2023-10-30 12:56:10+04:00

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა კლინიკა „ვივამედიდან" მოსამართლის გადაწყვეტილებით, გათიშეს.მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სააკაშვილს არაერთხელ მოუწოდა, საქმის და მისი ბრალდების გარეშე ესაუბრა. მოსამართლის თქმით, სააკაშვილი „გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს ეხება და ის სასამართლოში პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული".