ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში მიმდინარე სახმელეთო ოპერაციების ფარგლებში, ღამით „ჰამასის“ ათობით წევრის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომლებიც თავს შენობებსა და გვირაბებს აფარებდნენ.
მათივე ცნობით, ისრაელის თვითმფრინავმა იერიში მიიტანა „ჰამასის“ კუთვნილ შენობაზე, რომელშიც 20-ზე მეტი ბოევიკი იმყოფებოდა.
ამასთან, ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავმა ალ-აზჰარის უნივერსიტეტის ტერიტორიას დაარტყა, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, შეიარაღებული ტერორისტები იმყოფებოდნენ და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები პუნქტი მდებარეობდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ტერორისტების 600-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის იარაღის საწყობებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვებ ათობით პოზიციასა და ოპერატიულ ბაზებს, რომელსაც „ჰამასი“ იყენებდა.