კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
ესპანეთის ლიგა ენდესას მე-7 ტურში ლენოვო ტენერიფე ბილბაოს ესტუმრა, რომელსაც ოვერ-ტაიმში 94:93 აჯობა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
კანარიელებმა პირველ ტაიმში მაღალ დონეზე ითამაშეს, რის შედეგადაც დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა, მერე ნახევარში ბასკები უკეთ ათამაშდნენ. საბოლოოდ, ძირითადი დრო 80:80 დასრულდა და ყველაფერი დამატებითმა 5-წუთეულმა გადაწყვიტა, რომელიც ასევე დაძაბული იყო, მაგრამ ტენერიფემ 1 ქულით მაინც გაიმარჯვა.
გიორგი შერმადინმა 18:17 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 100%-იანი სიზუსტით ისროლა: 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო. თუმცა, გიორგიმ 5 პერსონალური ფოლის მიღება მოასწრო, რის გამოც თამაშს ნაადრევად გამოეთიშა და გუნდს ვერც ოვერ-ტაიმში დაეხმარა. მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი 6 გამოდგა.
ტენერიფეში საუკეთესო ხაიმე ფერნანდესი იყო 17 ქულით, ხოლო ბილბაოში ადამ სმითი - 14 ქულა.
ლენოვო ტენერიფე 3 მოგებით და 4 წაგებით ლიგა ენდესაში მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 ნოემბერს, მორაბანკ ანდორას უმასპინძლებს.