ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს მოუსმენენ. . წამლებზე ფასების რეფორმის მიმდინარეობის პროცესს კომიტეტის თავმჯდომარე პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ცვლილება 2300-ს მედიკამენტს შეეხო. მისივე განმარტებით, იგეგმება მედიკამენტების სიის გაზრდა.