უკრაინაზე რუსეთის თავდასხმები გრძელდება. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში, ფრონტის ხაზზე 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტებმა 1 სარაკეტო და 57 საჰაერო იერიში წამოიწყეს, ხოლო ზალპური სისტემებიდან 22-ჯერ გაისროლეს. რუსეთის თავდასხმის შედეგად, დაღუპული და დაჭრილია მშვიდობიანი მოსახლეობა. ოკუპანტებმა თავდასხმების დროს „შაჰედის“ ტიპის დრონებიც გამოიყენეს, უკრაინულმა თავდაცვამ კი მათი უდიდესი ნაწილის განადგურება შეძლო. ამავდროულად, დიდია რუსული ჯარის დანაკარგებიც. უკრაინის თავდაცვის ძალები რუსების სტრატეგიულ უბნებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებენ.