დაღესტანში, მაჰაჩყალაში, პალესტინის მხარდამჭერი მომიტინგეები აეროპორტში შეიჭრნენ და ებრაელებზე თავდასხმას აპირებდნენ. მედიის ცნობით, ისინი ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც ისრაელიდან დაგეგმილი ავიაფრენის შესახებ შეიტყვეს. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხდარის გამო, თელ-ავივის რეისი სხვა აეროპორტში დაეშვა, თუმცა მგზავრებს უსაფრთხოების მიზნით თვითმფრინავში დარჩენა სთხოვეს. მომიტინგეთა ჯგუფი ძირითადად პალესტინელი ემიგრანტებისაგან შედგებოდა. მათ შესაჩერებლად, აეროპორტში დამატებითი უსაფრთხოების ძალები და რუსეთის ეროვნული გვარდიის დანაყოფებიც გაგზავნეს. ისრაელის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ დაღესტნის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა. მათივე თქმით, აღნიშნული პრობლემა რუსეთში ისრაელის ელჩმა, ალექსანდრე ბენ ზვიმ დიპლომატებთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად მოაგვარა. დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აეროპორტში ბრბოს იერიშის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა.