კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი ჩაატარა, რომელიც მიზნად მედიაწიგნიერების გარშემო არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის ინოვაციური გზების აღმოჩენას ისახავდა. 4-დღიანი ჰაკათონის ფარგლებში, მონაწილე გუნდებს ჩაუტარდათ ტრენინგები იდეის დახვეწის, პროტოტიპის შექმნისა და იდეის ეფექტურად წარდგენის შესახებ. მათთან ერთად, ასევე მუშაობდნენ მენტორებიც, რომლებიც გუნდებს მათი საჭიროებების მიხედვით, სასარგებლო რჩევებს აძლევდნენ. სამდღიანი მუშაობისა და პროექტების წარდგენის შემდეგ, ჟიურიმ 1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილის მფლობელები გამოავლინა, რომელთაც 5000, 2000 და 1000 ლარის ჯილდო გადაეცათ.