რეგიონული უსაფრთხოების თემაზე პარლამენტში მოსმენა გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში, დაზვერვის სამსახურის უფროსს, შალვა ლომიძეს მოუსმენენ. სავარაუდოდ, კომიტეტის სხდომა მედიისთვის დახურულ რეჟიმში ჩატარდება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი დღეს, 30 ოქტომბერს, 12:00 საათზე შეიკრიბება.