ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისინი ეტაპობრივად გააფართოებენ სახმელეთო მოქმედებებს და გაზრდიან სამხედრო ძალების რაოდენობას ღაზას სექტორში. უწყების პრეს-სპიკერის თქმით, სახმელეთო ოპერაცია ისრაელის ძალებისთვის რისკებს შეიცავს, თუმცა ისინი საკუთარ გეგმის სისწორეში დარწმუნებულები არიან. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ - ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან - ომის მიზნების მისაღწევად“