უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მალტაში მიმდინარე სამიტს აჯამებს . ზელენსკის თქმით, ღონისძიოება სახელწოდებით „მშვიდობის ფორმულა“ ეტაპობრივად უფრო მასშტაბური ხდება. მისი თქმით, მალტის სამიტზე მიმდაინარეობს მუშაობა 5 პუნქტზე, „რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება“, „სასურსათო უსაფრთხოება“, „ენერგეტიკული უსაფრთხოება“, „ყველა პატიმრისა და დეპორტირებული პირის გათავისუფლება“ და „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა“. მალტაში მიმდინარე ორდღიან სამიტს 66 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. „მშვიდობის ფორმულის“ ფარგლებში პირველი ორი შეხვედრა კოპენჰაგენსა და ჯიდაში გაიმართა.