რესპუბლიკის მოედანზე,  “საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის” ორგანიზებით, ისტორიული ავტომობილების ყოველწლიური ფესტივალი იმართება - Palitra News

რესპუბლიკის მოედანზე,  “საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის” ორგანიზებით, ისტორიული ავტომობილების ყოველწლიური ფესტივალი იმართება

2023-10-29 15:09:53+04:00

რესპუბლიკის მოედანზე, “საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის” ორგანიზებით, ისტორიული ავტომობილების ყოველწლიური ფესტივალი იმართება. თბილისის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ გამოფენაზე 150-ზე მეტი, 1900-დან 1994 წლამდე გამოშვებული ავტომობილია წარმოდგენილი. ღონისძიების გახსნას ორგანიზატორებთან და მოქალაქეებთან ერთად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები დაესწრნენ. გამოფენაზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი - კახი კალაძეც.