ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ენის შესწავლისთვის დამატებითი პირობები შეუქმნან - Palitra News

ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ენის შესწავლისთვის დამატებითი პირობები შეუქმნან

2023-10-29 13:31:42+04:00

ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ენის შესწავლისთვის დამატებითი პირობები შეუქმნან. გამარჯვების პლატფორმამ სპეციალური გეგმაც შეიმუშავა, რომლითაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ ენას დაეუფლებიან, ეს კი ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე აისახება. ბრიფინგზე ხაზი გაესვა ამ მიმართულებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ საააკაშვილს როლსაც.