საქართველოში სამუშაო ვიზიტით კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოს დელეგაცია და სამდივნო იმყოფება. ეროვნული სატყეო სააგენტო, კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით, საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტს ახორციელებს. ინიციატივა მომდევნო 5 წლის განმავლობაში ტყის მდგრადი მართვისთვის საჭირო ყველა ღონისძიების გატარებას ითვალისწინებს. ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სტუმრებთან ერთად ტყის ინვენტარიზაციის და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს გაეცნო. კლიმატის მწვანე ფონდი განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში ეხმარება.