მალტაში უკრაინის მიერ შეთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ რიგით მესამე შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა იზრდება და ამის დასტურია, გლობალური სამხრეთის ქვეყნების დიდი რაოდენობა, რომლებიც შეხვედრაში მონაწილეობენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მალტაში შეხვედრას 65 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. „მშვიდობის ფორმულის“ ფარგლებში პირველი ორი შეხვედრა კოპენჰაგენსა და ჯიდაში გაიმართა.