91 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. თენგიზ არჩვაძე 1932 წლის 3 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 1967 წელს არჩვაძე საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი გახდა, 1979 წელს - საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (). 2017 წელს მას „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა. იყო რუსთავისა (2020) და თბილისის საპატიო მოქალაქე (2022).
თენგიზ არჩვაძემ 1956 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1967 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში, 1973 წლიდან — მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. პირველი როლი, ფილმში „ერთი ცის ქვეშ“, შეასრულა 1961 წელს, ბოლო კი – ფილმ „კიდევ ერთი ქართული ისტორია“. შესრულებული აქვს 46 კინოროლი.