უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. ბოლო 24 საათში, რუსებმა ხერსონი 90-ჯერ დაბომბეს, რის გამოც 11-ი ადამიანი დაშავდა. მათივე განცხადებით, თავდასხმა ნაღმმტყორცნებიდან, ტანკებიდან, დრონებიდან და თვითმფრინავებიდან მიმდინარეობდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მათ 740-ზე მეტი ოკუპანტი მოკლეს. ომის დაწყებიდან დღემდე 298 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი არის მოკლული.