შეიძლება თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში ვიხილოთ - ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან სალომე ზურაბიშვილი დიდი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ორთქლმავალი გახდება. ამავდროულად, ზურაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებს ოპოზიციონერი დეპუტატები არაერთგვაროვნად აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი იმასაც კი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის დე-ფაქტო რეჟიმში გადაყვანას ცდილობს, რადგან ის ოპოზიციასთან დაახლოებულ ფიგურად წარმოაჩინოს.