რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნება - Palitra News

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნება

2023-10-28 15:27:14+04:00

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნება. რიკოთის გზის ახალი, 4-ზოლიანი მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან იწყება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან მთავრდება. აღნიშნული მონაკვეთი 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს. ამასთან, სწორედ ხევი-შორაპნის მონაკვეთზეა საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი. რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი.