პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სალომე ზურაბიშვილის მომავალი პოლიტიკური გეგმების შესახებ ისაუბრა. როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი გახდება დიდი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ორთქლმავალი..გარდა ამისა, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური გააქტიურების მთავარი მიზეზია ის, რომ „პარტია თავზე ენგრევა“.