აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვაშინგტონში ვიზიტით მყოფ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბაიდენმა ხაზი გაუსვა იმას, რომ შტატები და ჩინეთი ვალდებულები არიან, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ურთიერთობებში არსებულ კონკურენციას. ასევე აუცილებელია შეინარჩუნონ კავშირის ღია ხაზები. ვან იმ შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან.