საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ სიტყვა მასწავლებელი გვეუბნება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელია ეს სტატუსი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოვდებიან და მათ ფულადი პრიზი - 10 000 ლარი გადაეცემათ. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ნახევარი მილიარდი ლარი გამოიყოფა, საიდანაც 160 მილიონი მასწავლებლების ხელფასების გაზრდას მოხმარდება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, პედაგოგთა ხელფასი საშუალოდ, 500 ლარით გაიზრდება.