მიიღებს თუ არა საქართველო, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს? ევროკომისიამ გაადაწყვეტილება 8 ნოემბერს უნდა მიიღოს. გადაწყვეტილებამდე ათი დღით ადრე, ოპოზიციაში თვლიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სტატუსის მისაღებად საკმარისი ნაბიჯები არ გადადგა. ოპოზიციონერთა შეფასებით, ხელისუფლებას არ უნდა, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ კანდიდატი სტატუსის მიღების შემდეგ, დარჩენილი რეკომენდაციების შესრულება მაინც მოუწევს.