ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ღაზაში თანამშრომლებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი ავრცელებს.
„ცნობები ღაზას ინტენსიური დაბომბვის შესახებ უკიდურესად შემაშფოთებელია. ასეთ პირობებში შეუძლებელია პაციენტების ევაკუაცია და უსაფრთხო თავშესაფრის პოვნა. კომუნიკაციების გათიშვა სასწრაფო დახმარების მანქანების დაშავებულებთან მისვლას შეუძლებელს ხდის. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს კონტაქტი ჩვენს პერსონალთან და სამედიცინო დაწესებულებებთან. მე მათი უსაფრთხოება მაწუხებს“, - წერს ტედროს ადანომ გებრეისუსი „ტვიტერის“ გვერდზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ყველას, ვისაც შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა, მოქმედებისკენ მოუწოდა.