ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მასწავლებლის ეროვნული დღე აღნიშნეს. ღონისძიებაზე - „წარმატებული ცხოვრების გასაღები თქვენ გაბარიათ“, კადეტებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები წარმოადგინეს. ღონისძიების ფარგლებში ლიცეუმის მენტორ-მასწავლებელთა დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. თავდაცვის მინისტრის მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების პედაგოგები; 14-მა მასწავლებელმა კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მენტორი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სპეციალური სამკერდე ნიშნები მიიღო.