თბილისში აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმის მეორე დღეს მონაწილეებს ლევან დავითაშვილმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროცესები გააცნო. მინისტრის შეფასებით საქართველო ინვესტიციებისთვის კარგი რეგიონია. დავითაშვილმა ასევე ისაუბრა ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე პორცესებსა და სამომავლო გეგმებზე. როგორი იყო ფორუმის მეორე დღე და რა აქცენტებს გაუსვეს ხაზი ქართველმა და უცხოელმა სტუმრებმა ლუკა ცხვედიანის სიჟეტიდან გაიგებთ.