საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, კიტაკ ლიმს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის პოზიტიურ თანამშრომლობა-მხარდაჭერას რეფორმათა განხორციელების პროცესში.